„რეალმა“ „ტოტენჰემს“ ჰარი კეინზე ულტიმატუმი წაუყენა
ინგლისური გამოცემებზე დაყრდნობით, მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა „ტოტენჰემის“ უარის შემდეგ კიდევ ერთი წინადადება მოამზადა და ინგლისურ კლუბს მიმართა...
დედაქალაქური კლუბი მზად იყო კეინის სანაცვლოდ 175 მილიონი ევრო გადაეხადა, „ტოტენჰემი“ კი მას გაცილებით მეტს აფასებს.
მადრიდის „რეალი“ ფიქრობს, რომ ამხელა თანხის გადახდა საღ აზრს მოკლებულია, აქედან გამომდინარე ფლორენტინო პერესი უარს აცხადებს ჰარი კეინის შეძენაზე, „ტოტენჰემს“ კი ესაზღვრება ვადა ზაფხულამდე. ამ დროის მანძილზე ინგლისელებს შეუძლიათ დაფიქრდნენ და კეინი 175 მილიონად მადრიდში გაუშვან.
ესპანეთის დედაქალაქში თვლიან, რომ „ტოტენჰემმა“ „რეალისგან“ შესანიშნავი წინადადება მიიღო და ამის უარყოფა ნამდვილი უაზრობა იქნება.
სხვა შემთხვევაში „რეალი“ ინგლისელის შეძენაზე უარს იტყვის და ლონდონურ კლუბს არანაირი წინადადებით აღარ მიმართავს.
- 2 მარტი 2018
- 3 237
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.