მოდრიჩის „პსჟ“-სთან თამაშის შესახებ ექიმების პასუხი ცნობილია
ესპანურ გამოცემებზე დაყრდნობით, გუშინ საღამოს ლუკა მოდრიჩმა კიდევ ერთი სამედიცინო შემოწმება გაიარა, რის შედეგადაც ექიმებს ზინედინ ზიდანისთვის რეკომენდაციების მიცემის საშუალება მიეცათ...
როგორც იცით, ხორვატი ფეხბურთელი საწვრთნელ ბაზაზე საერთოდ არ სჩანს და ტრენაჟორების დარბაზში აქტიურობითაც კი არ კავდება, ვინაიდან მისთვის ექიმებს ამის ნებართვა არ მიუციათ.
ექიმების ვარაუდით მოდრიჩის აღდგენით პროცესს კიდევ 2 კვირა სჭირდება, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ხორვატი მოთამაშე „პსჟ“-სთან ვერ ითამაშებს და ზიზუს ალტერნატივის მოძებვნა მოუწევს.
ამასთან ერთად აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ლუკა კვირას კიდევ ერთხელ შეხვდება სამედიცინო შტაბს, რის შემდეგაც ზიზუ საბოლოო ინფორმაციას შეიტყობს.
მსოფლიო პრესა ნეიმარის ტრავმის შესახებ არის აჭრელებული, მაგრამ ფაქტია, რომ „რეალის“ დანაკლისი პარიზული კლუბის დანაკლისს არ ჩამოუვარდება.
- 1 მარტი 2018
- 6 465
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.