რაული:„„თუ „რეალი“ „პსჟ“-ს ვერ გასცდება, ეს არ იქნება კატასტროფა“
რაულ გონსალეს ბლანკომ გამოცემა „ას“-თან ძალიან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ბევრ საკითხზე ისაუბრა...
„„პსჟ“-ს სახით მადრიდის „რეალს“ მსოფლიო კლასის მეტოქე ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ მადრიდში ზიზუს გუნდმა 3-1 იმარჯვა, ფრანგული გუნდი მაინც ითვლება ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთ უპირველეს ფავორიტად. ეჭვი არ მეპარება, პარიზში შესანიშნავ ატმოსფეროს ვიხილავთ. „რეალს“ ასეთ დონეზე თამაშის დიდი გამოცდილება აქვს.“
„ვინ გავა 1/4 ფინალში? მე მსურს, რომ ეს გუნდი „რეალი“ იყოს, თუმცა დაველოდოთ და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.“
„როგორც შეიძლება უარყოფითად შეაფასო მწვრთნელი, რომელიც „რეალში“ 2 წლის მანძილზე მუშაობს და უკვე მოახერხა ჩემპიონთა ლიგის 2-ჯერ მოგება, ასევე იმარჯვა ლა ლიგაში და სხვა ტურნირებზე. ზიზუ გენიალური ადამიანია და მე ვფიქრობ, რომ ის „ბლანკოსის“ სათავეში უნდა დარჩეს.“
„ნეიმარი, მბაპე, კავანი მართლაც შესანიშნავი გვარებია, მაგრამ არ ვთვლი, რომ უნაი ემერის მხოლოდ მათი სახით ჰყავს ძლიერი ფეხბურთელები. ამ გუნდში არიან ვერატი, დრაქსლერი, დი მარია და სხვები. „რეალმა“ ყველას დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს.“
„არ ვფიქრობ, რომ „რეალის“ ამ შემადგენლობამ შესაძლებლობები ამოწურა. მართალია გუნდი ნაადრევად გამოეთიშა სამეფო თასს და ლა ლიგაშიც მცირე შანსები აქვს, თუმცა კოლექტივი იმდენად სოლიდურია, რომ შეუძლია ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მესამედ მოიგოს. ეს იქნება ნამდვილი გარღვევა და სენსაცია თანამედროვე ფეხბურთის ისტორიაში.“
„ზიზუს გუნდმა სეზონი ომახიანად დაიწყო. ევროპის სუპერთასმა და ესპანეთის სუპერთასმა ბინა მადრიდში დაიდო, გუნდმა ასევე წარმატებით ითამაშა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემპიონთა ლიგი ფინალშიც მიიღებს მონაწილეობას.“
„ვთვლი, რომ „ბლანკოსს“ ლა ლიგის მოგება ძალიან გაუჭირდება, ვინაიდან „ბარსელონა“ და „ატლეტიკო“ სტაბილურად ასპარეზობენ. იმისათვის, რომ ზიზუს გუნდმა პირველ ადგილზე გადაინაცვლოს, ორივე მეტოქეს სერიოზული ჩავარდნა უნდა დაეწყოს.“
„თუ „რეალს“ „პსჟ“ ჩემპიონთა ლიგიდან გამოთიშავს, ეს არ იქნება კატასტროფა. ყოველთვის ყველაფრის მოგება წარმოუდგენლად მიმაჩნია. ეს იქნება წარუმატებელი სეზონი, თუმცა მომავალში გუნდი აუცილებლად გავა ფონს.“
„ეჭვგარეშეა, ზიზუ „რეალის“ სათავეში უნდა დარჩეს.“
„ჩემი აზრით, ზინედინ ზიდანზე ზეწოლა არ მოქმედებს, ის ძალიან მშვიდი და სერიოზული პროფესიონალია. ფრანგისთვის მთავარი მუშაობა და გუნდის საუკეთესო კონდიციამდე მიყვანა გახლავთ.“
„არ ვფიქრობ, რომ ტრიუმფალური სეზონების შემდეგ „ბლანკოსის“ ფეხბურთელები მოდუნდნენ. შეუძლებელია თამაშობდე „ბლანკოსში“ და მუდმივად ტიტულის მოგების სურვილი არ გქონდეს. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ გუნდში არაერთი ახალგაზრდაა, რომელიც თავის გამოჩენას ცდილობს, მაგრამ აქტიური პროცესები ნამდვილად არ შენელებულა.“
„მიმდინარე სეზონში ინგლისური კლუბები საკმაოდ სოლიდურ ფეხბურთს აჩვენებენ. არ გამოვრიცხავ, მომდევნო ეტაპზე გასლვის შემთხვევაში ზიზუს კლუბის მეტოქე სწორედ პრემიერლიგის წარმომადგენელი გახდეს. ამ შემთხვევაშიც სერიოზული ბრძოლები იქნება.“
- 28 თებერვალი 2018
- 6 968
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.