„პსჟ“ შოკშია - უნაი ემერის ნეიმართან ერთად მარკინიოსიც გამოაკლდა
„პსჟ“-ში საქმეები არც ისე კარგად მიდის...
ფრანგული კლუბის ოფიციალური განცხადების მიხედვით ნეიმარს ხანგრძლივი სარეაბილიტაციო კურსი ესაჭიროება და მისი „რეალთან“ თამაში გამორიცხულია, თუმცა ეს ყველაფერი არ არის.
ნეიმართან ერთად სამედიცინო გამოკვლევა მარკინიოსსაც ჩაუტარდა, რის საფუძველზეც დადგინდა, რომ მას კუნთების დაზიანება აქვს და მკურნალობისთვის მინიმუმ 15 დღე დასჭირდება, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ „ბლანკოსთან“ ვერც ის ითამაშებს.
თავის მხრივ, პრობლემები არც ზინედინ ზიდანს აკლია. როგორც სჩანს, პარიზში გასამართ შეხვედრაში როგორც „პსჟ“, ასევე „რეალი“ საკმაოდ დიდი დანაკლისით გამოჩნდება.
- 27 თებერვალი 2018
- 5 337
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.