ზიდანი:„არ ვფიქრობ, რომ ნეიმარი „პსჟ“-სთვის ისე მნიშვნელოვანია, როგორც ჩემთვის ტრიო“
ზინედინ ზიდანმა „ესპანიოლთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...
„ჩვენ უნდა ვითამაშოთ ისე, როგორც გვეკადრება. არავინ აქცევს ყურადღებას იმას, რომ „რეალი“ წელს მესამე ადგილზეა და არა პირველზე. ჩემი გუნდის წინააღმდეგ ყველა დიდი მოტივაციით თამაშობს. გამონაკლისი არც „ესპანიოლი“ იქნება, რომელიც საშინაო არენაზე სოლიდურ გასვლას ეცდება.“
„სერხიო უყვარს ხალხს, ის ნამდვილი კაპიტანია და ვამაყობ, რომ რამოსის დონის მცველი მყავს.“
„ნეიმარის ტრავმა? არ ვისურვებდი, რომ მან 1/8 ფინალის განმეორებითი შეხვედრა გამოტოვოს, ვინაიდან შესანიშნავი სპორტსმენტია, თუმცა არ ვთვლი, რომ ის „პსჟ“-სთვის ისე მნიშვნელოვანია, როგორც კროოსი, მოდრიჩი და მარსელო ჩვენთვის. „რეალს“ სერიოზული პრობლემები აქვს და ვიმედოვნებთ, რომ ზემოაღნიშნული ფეხბურთელები გამოჯანმრთელებას მოასწრებენ, თუმცა როგორ ფორმაში იქნებიან არავინ იცის.“
„„პსჟ“-ზე არ ვფიქრობთ, ჩვენ მთავარი საზრუნავი „ესპანიოლთან“ მატჩია. პარიზელებისთვის მაშინ დავიწყებთ მზადებას, როდესაც ამის დრო მოვა.“
„კრიშტიანომ ეტაპობრივად უნდა დაისვენოს, სხვაგვარად პროდუქტიული ვერ იქნება. შესაძლოა, პორტუგალიელმა „ესპანიოლს“ არ შეუტიოს.“
- 27 თებერვალი 2018
- 5 103
- 9
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.