„რეალმა“ მიმდინარე სეზონში 100 გოლიან ნიშნულს გადააჭარბა
სამეფო კლუბისთვის მიმდინარე სეზონი შედეგიანობის მხრივ საკმაოდ ეფექტურია...
ზინედინ ზიდანის გუნდმა ყველა ტურნირზე მიმდინარე სეზონში უკვე 103 გოლის გატანა შეძლო. „ალავესთან“ მატჩამდე „თეთრების“ მაჩვენებელი 99 გოლს უტოლდება, 4 გოლის წყალობით კი „ბლანკოსმა“ 100 გოლიან ნიშნულსაც გადააჭარბა და დამატებით 3 გოლიც ჩაიწერა აქტივში.
103-იდან 62 გოლი ლა ლიგაზე მოდის, 20 ჩემპიონთა ლიგაზე, 11 სამეფო თასზე, 5 ესპანეთის სუპერთასზე, 2 ევროპის სუპერთასზე და 3-იც მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე გაიტანა.
„რეალს“ 103 გოლის გასატანად 43 მატჩი დასჭირდა, „ბლანკოსი“ თითო შეხვედრაში საშუალოდ 2.4 გოლს იტანს.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე სეზონში „რეალი“ არის პირველი კლუბი, რომელმაც 100-იან ნიშნულს გადააჭარბა და ამ მაჩვენებლით კატალონიის „ბარსელონასაც“ აჯობა.
- 25 თებერვალი 2018
- 4 457
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.