ბენზემა:„პენალტის წინ რონალდუ ჩემთან მოვიდა და მითხრა, რომ უნდა გამეტანა“
კარიმ ბენზემამ „ალავესთან“ შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა...
„სტადიონზე შესანიშნავი ატმოსფერო იყო. გულშემატკივრებისგან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდით და მეტოქეს 4 უპასუხო გოლი გავუტანეთ.“
„კრიშტიანო შესანიშნავია, მან დუბლი გაიფორმა.“
„როდესაც პენალტი დაინიშნა, რონალდუ მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ ბურთთან უნდა მივსულიყავი და გამეტანა. საბედნიეროდ, დარტყმა ზუსტად შევასრულე და გავიტანე, რიგით 126-ე გოლი, რომელიც ლა ლიგაში ისტორიული აღმოჩნდა და სამეფო კლუბის ყველა დროის გოლეადორთა სიაში მე-6 ადგილზე გადავინაცვლე, ეს ჩემთვის ძალიან საამაყოა.“
„მომავალს მხოლოდ სამეფო კლუბს ვუკავშირებ.“
- 25 თებერვალი 2018
- 8 456
- 15