ზიდანი:„ვწუხვარ სებალიოსის გამო“
ზინედინ ზიდანმა „ალავესთან“ მატჩის წინ პრესკონფერნეცია გამართა...
„ვამაყობ ჩემი გუნდით და დარწმუნებული ვარ, „რეალი“ „ალავესს“ დაამარცხებს. ბოლო 6 დაპირისპირებაში 26 გოლი გავიტანეთ, რაც თავისთავად შესანიშნავი შედეგია.“
„ვეცდებით, კარგად გამოვიდეთ. „ალავესის“ პროგრესი აშკარაა. გუნდში მომხდარი ცვლილებების შემდეგ ამ კოლექტივმა წარმატებას მიაღწია და სატურნირო მდგომარეობაც მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა. არ დაგავიწყდეთ, რომ „ალავესს“ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 9 გამარჯვება აქვს დაფიქსირებული.“
„ძნელია გაიგო, როდის მოხდება ცუდი ფაქტი. კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ძალადობას და თანაგრძნობას ვუცხადებ იმ ხალხს, რომელთა ოჯახის წევრებიც ბილბაოში დაშავდნენ. ჩვენ უნდა დავგმოთ მსგავსი ქმედება.“
„BBC შესანიშნავი ტრიოა. ბენზემა, ბეილი და რონალდუ ერთად არაერთ შეხვედრას გამართავენ.“
„შეტევით ფეხბურთს ვთამაშობთ. ბუნებრივია მცველებიც ხშირად ერთვებიან იერიშებში, ამიტომ გოლებს ვუშვებთ. საჭიროა საკუთარი კარის მშრალად შენახვაზე ფიქრი და შეცდომების მინიმალიზება.“
„მამაჩემი ყოველთვის მეუბნებოდა, რომ ცუდის ხილვა აუცილებელია იმისათვის, რომ დავაფასოთ კარგი. გუნდში იყო ხარვეზები, მაგრამ ყველაფერი გამოსწორდა, რაც ძალიან მახარებს. 42 წელიწადია ჩემ თავს ფეხბურთს ვუკავშირებ, მე ვცხოვრობ სპორტით.“
„გარეთ ბეილი „რეალის“ ერთ-ერთი უმთავრესი მოთამაშეა. უელსელი ფეხბურთელი დიდ გამოცდილებას ფლობს და ახალგაზრდა ფეხბურთელებსაც ძალიან ეხმარება. თითოეულ ინდივიდს შესანიშნავად ვიცნობ და ვიცი, რა შეუძლიათ მათ.“
„ვწუხვარ, სებალიოსის გამო. ცვლილება იმიტომ გავაკეთე, რომ დანის დრო მიეღო, მაგრამ ვერ გავითვალისწინე, რომ მატჩი რამდენიმე წამში დასრულდებოდა. ესპანელმა იცის, რომ ჩვენგან მხარდაჭერა ექნება.“
„„პსჟ“-სა და „მარსელის“ შეხვედრას აუცილებლად ვადევნებ თვალს, ამ მატჩის ყურება ძალიან მიყვარს.“
- 23 თებერვალი 2018
- 7 605
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.