„ჩელსი“ მზად არის „რეალთან“ აზარზე მოლაპარაკებები გამართოს
ბრიტანულ გამოცემებზე დაყრდნობით, ლონდონის „ჩელსიმ“ მადრიდის „რეალთან“ მოლაპარაკებებზე თანხმობა განაცხადა...
საქმე ეხება ედენ აზარს, რომელსაც სეზონის ბოლოს აბარგებას უწინასწარმეტყველებენ. ბელგიელ ფეხბურთელზე პრეტენზიას არაერთი კლუბი აცხადებს, მათ შორის კი „რეალიც“ გახლავთ.
ლონდონელებს სერიოზული საფიქრალი აქვთ, ვინაიდან თავად ფეხბურთელს კარიერის ახალ საფეხურზე გადასვლა სურს.
ბრიტანულ გამოცემებზე დაყრდნობით, ლონდონური მხარე მზად არის „რეალთან“ შეთანხმებას მიაღწიოს და აზარი მადრიდში გაუშვას, სანაცვლოდ კი გარეთ ბეილი უნდა მიიღოს.
შედგება თუ არა წლის ყველაზე ხმაურიანი გაცვლა ზაფხულში ვიხილავთ.
- 23 თებერვალი 2018
- 4 606
- 8
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.