ვენგერი: "ტიტულს ფულით ვერ იყიდი"
არსენალის მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა, განაცხადა, რომ ის არ აპირებს მისი კლუბის დატოვებას. მას არ სურს"ბლანკოსში" გადასვლა. ვენგერმა თქვა, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება ფულით არ ხერხდება.
"კონტრაქტი 2011 წლამდე მაქვს ამჟამინდელ კლუბთან და არსად წასვლას არ ვაპირებ. მხოლოდ ჩემ გუნდზე მაქვს კონცენტრაცია გაკეთებული და მომავალ მატჩზე ვფიქრობ"
''მეთოფეთა'' თავკაცი არ მალავს მის განცვიფრებას იმის შესახებ, რომ "რეალი" ლიგიდან 1/8 ფინალში გავარდა, მაგრამ ის ამბობს, რომ კლუბი ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირს ფულით ვერ იყიდის.
"ჩემი აზრით, ფლორენტინო პერესს მეტი დრო უნდა მიეცეს. ის უნდა სწავლობდეს მის შეცდომებზე და მომავალი წლისთვის კარგად გამოიტანოს დასკვნები".
"გუნდმა, რაც არ უნდა ბევრი ფული დახარჯოს წარმატებას მაინც ვერ მიაღწევს, რადგან ფეხბურთი გუნდური თამაშია და არა ინდივიდუალური".
ფრანგმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ პირველ ტაიმში "რეალს" ფორტუნა ღალატობდა, ხოლო მეორე ნახევარში, კი "ლიონმა" აშკარად დაჯაბნა მეტოქე. ვენგერის აზრით, მადრიდელთა ფიასკო შესაძლოა ხაბი ალონსოსა და მარსელოს არყოფნის ბრალი იყოს.
ინფორმაციის წყარო:Marca.com
- 14 მარტი 2010
- 1 939
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.