კასილია:„„რეალი“ სრულ უპირატესობას ფლობდა“
კიკო კასილიასთვის მიმდინარე სეზონი ნამდვილად ნაყოფიერია. იმ ფონზე, რომ კატალონიელმა კიპერმა კეილორ ნავასის ტრავმის ფონზე საკმაოდ ბევრი მატჩი ჩაატარა, იმ ფონზე, რომ კიკო ასპარეზობდა სამეფო თასზე, მისთვის ეს სეზონი წარუმატებელი ნამდვილად არ იქნება. კასილიამ ზიზუს ნდობის მანდატი „ლეგანესთან“ შეხვედრაშიც მიიღო...
„მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ, „რეალმა“ სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე გადაინაცვლა და მოგებების სერიას განაგრძობს. ჩვენთვის შეუფერებელი იმ პოზიციაზე დარჩენა, რომელზეც ახლა ვართ.“
„მთელი მატჩის მანძილზე დიდი უპირატესობა გვქონდა, რაც ანგარიშშიც აისახა. ფეხბურთელებმა გახსნილი და ლაღი ფეხბურთი ითამაშეს.“
„წინ „ალავესია“. ბერნაბეუზე აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ.“
- 22 თებერვალი 2018
- 1 204
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.