ზიდანი:„რთული მომენტები დაძლეულია“
ზინედინ ზიდანმა „ლეგანესთან“ გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ, რამაც სატურნირო ცხრილში მდგომარეობა შეცვალა და მეოთხედან მესამე პოზიციაზე გადავინაცვალეთ. ბუნებრივია, ამ შედეგით კმაყოფილი ვერ ვიქნები, მაგრამ კრიზისული პერიოდი უკან მორჩა და გუნდი შესანიშნავად გამოდის. ბოლო მატჩები 26 გოლის გატანა შევძელით, რაც ნამდვილად დიდებული შედეგია.“
„მოსამზადებლად ცოტა დრო გვაქვს, ვინაიდან „ალავესთან“ მატჩამდე სულ ცოტა დრო რჩება.“
„ჩემი სამუშაო ძალიან რთულია, ვინაიდან გუნდში უამრავი ნიჭიერი ფეხბურთელი მყავს, რომელიც სასტარტო შემადგენლობაში თამაშს ითხოვს. დღეს შესანიშნავი იყო ლუკას ვასკესი, რომელმაც დიდი ენერგია დახარჯა და ეფექტური შედეგებიც გვიჩვენა, ასევე ბრწყინვალედ იასპარეზეს მარკო ასენსიომ და მატეო კოვაჩიჩმა. სამივე მოთამაშე იმსახურებს თერთმეტეულში მოხვედრას.“
„გარეთ ბეილი კონდიციაში შედის, უელსელი ფეხბურთელი „ლეგანესთან“ მატჩში აქტიურად შევიდა მოედანზე.“
„მარსელოსთან დაკავშირებით სიახლეები გვაქვს. ბრაზილიელმა აღდგენითი პროცესი უკვე დაიწყო. ძალიან დიდი იმედი მაქვს იმისა, რომ განაპირა მცველი პარიზისთვის მზად იქნება.“
- 22 თებერვალი 2018
- 4 012
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.