მოდრიჩს 3 კვირის გამოტოვება ემუქრება
ლუკა მოდრიჩს ხანგრძლივი სამკურნალო კურსის გავლა მაინც დასჭირდა...
რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, ხორვატი ფეხბურთელი სამეფო კლუბს სწორედ იმ დროს გამოაკლდა, როდესაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა.
მედიკოსებმა მოდრიჩის მკურნალობის პერიოდად 20 თებერვალი - 10 მარტი დაასახელეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხორვატი პარიზში თამაშს ვერ შეძლებს.
მიუხედავად ზემოხსენებულისა, მთელი სამედიცინო შტაბი ჩართულია და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ლუკა მწყობრში უფრო ადრე ჩადგეს და უნაი ემერის გუნდის წინააღმდეგ ასპარეზობა შეძლოს.
- 21 თებერვალი 2018
- 5 749
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.