ტონი კროოსის საქველმოქმედო ფონდიდან მხოლოდ 2018 წელს მილიონზე მეტი დაიხარჯა
სამეფო კლუბის გერმანელი ნახევარმცველი, ტონი კროოსი განსაკუთრებული ქველმოქმედებით გამოირჩევა...
ტონიმ წლების წინ საქველმოქმედო ფონდი დააარსა და გაჭირვებულ ბავშვებს ეხმარება. ამ ფონდისთვის პრიორიტეტი სწორედ მომავალი თაობაა.
აღსანიშნავია, რომ 2018 წლის დასაწყისი ფონდის ისტორიაში განსაკუთრებულია, ვინაიდან იანვარსა და თებერვალში უკვე მილიონ ევროზე მეტი დაიხარჯა.
კროოსი დაეხმარება 40-მდე ბავშვთა სახლის 2000-ზე მეტ აღსაზრდელს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.
- 20 თებერვალი 2018
- 3 030
- 68