მარსელომ ტრავმა მიიღო
მადრიდელთათვის ძალიან სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა...
სამეფო კლუბის ბრაზილიელმა ვიცე-კაპიტანმა, მარსელო ვიეირამ „ბეტისთან“ შეხვედრაში ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა, მის ნაცვლად ზიზუმ მოედანზე ფრანგი ახალგაზრდა, ტეო ერნანდესი შეუშვა.
გავრცელებული ინფორმაციით, მედიკოსთა ჯგუფი მარსელოს მომდევნო 48 საათის განმავლობაში დააკვირდება და მისი „ლეგანესთან“ თამაში საეჭვოა.
ექიმების წინასწარი დაკვირვების შედეგად მარსელოს მკურნალობისთვის მინიმუმ 12 დღე დასჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მან შესაძლოა „პსჟ“-სთანაც ვერ ითამაშოა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ფეხბურთელს სრულფასოვანი სამედიცინო შემოწმება არ გაუვლია.
ჯერ-ჯერობით უცნობია სხვა დეტალები.
- 19 თებერვალი 2018
- 4 576
- 4