პეპე:„„პსჟ“-ს ფეხბურთელებს ერთ რჩევას მივცემ“
კეპლერ პეპე „პსჟ“-სა და მადრიდის „რეალის“ მატჩს გამოეხმაურა...
„რა თქმა უნდა ვუყურე მატჩს. მადრიდის „რეალმა“ მეტოქე ყველა ასპექტში დაჯაბნა და დამსახურებულ გამარჯვებას მიაღწია.“
„რამოსის მომენტი? ასეთ მომენტებში მსაჯების უმრავლესობა თერთმეტმეტრიანს არ დადებს, ვინაიდან აქ ადგილი არ აქვს განზრახ თამაშს და არსებობს კიდევ რამდენიმე წესი, რის საფუძველზეც არბიტრის გადაწყვეტილება მართებულია.“
„„პსჟ“-ს ერთ რჩევას მივცემ. შეეგუონ მარცხს და მომდევნო მატჩში დაამტკიცონ, რომ უფრო ძლიერები არიან, თუმცა ეჭვი მეპარება, რომ ემერის გუნდმა ეს მოახერხოს, რადგან პარიზელები მადრიდელებს ვერ აღემატებიან.“
- 19 თებერვალი 2018
- 8 397
- 8
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.