„რეალმა“ „ბეტისთან“ მატჩისთვის მზადება დაასრულა
ზინედინ ზიდანის ფეხბურთელები დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ და ლა ლიგის მომდევნო ტურისთვის მზადება დაასრულეს...
ტონი კროოსი ტრავმირებულია. გერმანელი ფეხბურთელი აღდგენით პროცესში ჩაერთო. გუნდს ასევე აკლია ხესუს ვალიეხო.
ზიზუმ ყურადღება ბურთთან ერთად ვარჯიშს და მოკლე სივრცეში თამაშს დაუთმო.
ფეხბურთელები ხვალ სევილიაში „ბეტისის“ წინააღმდეგ იასპარეზებენ.
- 17 თებერვალი 2018
- 1 977
- 18