მოურინიო:„თუ პოგბა ბედნიერი არ არის, ის წავა“
ჟოზე მოურინიომ მასსა და პოლ პოგბას შორის არსებულ დაძაბულობაზე კომენტარი გააკეთა...
„მე ვცდილობ, რომ ყველა ფეხბურთელთან საუკეთესო ურთიერთობა მქონდეს, ვინაიდან გუნდური ჰარმონია წარმატების საწინდარია. დაძაბულობაში მყოფი ფეხბურთელები არასდროს არიან პროდუქტიულები და ვერ აჩვენებენ იმ დონეს, რომელიც საჭიროა ტიტულებისთვის.“
„პოგბას „მანჩესტერი“ უყვარს და მას დიდ პატივს ვცემ. არამგონია ის ბედნიერი არ იყოს.“
„„რეალში“ ტრანსფერი? ჩვენ არავის ვაკავებთ. პოგბა „ბლანკოსში“ გადავა, თუ ის მოვა და განაცხადებს, რომ ჩვენს რიგებში თამაში აღარ სურს და ახალი გამოწვევა სჭირდება, მაგრამ მე ამის წინაპირობას ვერ ვხედავ.“
- 17 თებერვალი 2018
- 5 037
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.