პოგბას „რეალში“ გადასვლის საკითხი ძალიან სერიოზულია
ბრიტანულ გამოცემებზე დაყრდნობით, მადრიდის „რეალსა“ და „იუნაიტედს“ შორის ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ფლორენტინო პერესს სურს, რომ ყველა დეტალი შეათანხმოს და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე ტრანსფერი გაჩარხოს...
საქმე ეხება პოლ პოგბას, რომელიც პრემიერლიგას ნამდვილად მოერგო, მაგრამ „იუნაიტედში“ ისეთივე ეფექტური ნამდვილად არ არის, როგორიც „იუვენტუსში“ გახლდათ.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ „რეალი“ „სიტის“ წინადადებას განიხილავს, რომელიც ტონი კროოსის ინგლისში გადაბარგებას ეხება.
იმ შემთხევაში, თუ ფლორენტინომ კროოსის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო მიიღო, ამ თანხას პოგბას ტრანსფერს მოახმარს.
პერესი პოგბას ტრანსფერით გუნდს გაახალგაზრდავებს. მოგეხსენებათ, ფრანგი სულ რაღაც 24 წლის არის, კროოსი კი 28-ის, მაგრამ საკითხავია მოერგება თუ არა პოგბა ისევე გუნდს, როგორც გერმანელი მოერგო.
- 17 თებერვალი 2018
- 4 446
- 8
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.