დი მარია:„„პსჟ“-ს ფეხბურთელებმა „რეალზე“ ჩემი რჩევა არ გაითვალისწინეს“
ანხელ დი მარიას ჟურნალისტებმა ბერნაბეუზე განვითარებული მოვლენების შესახებ ჰკითხეს და ძალიან საინტერესო პასუხი მიიღეს...
„ჩემთვის ბერნაბეუ მეორე სახლია. ამ სტადიონს კარგად ვიცნობ და ისიც ვიცი, როგორი მკაცრი პუბლიკა იკრიბება მადრიდის ცენტრალურ სტადიონზე.“
„ჩემ თანაგუნდელებს რჩევა მივეცი, მაგრამ მათ არ დამიჯერეს. „რეალთან“ მოდუნება არ შეიძლება. რატომ წავაგეთ? იმიტომ, რომ გარკვეული მონაკვეთის მანძილზე მოვდუნდით, რაც მაშინვე გამოიყენა ზინედინ ზიდანის გუნდმა.“
„ყველაზე სახიფათო ფეხბურთელი? უდავოდ რონალდუ, პორტუგალიელი სამეფო კლუბის მთავარი კოზირია.“
„შანსები? მერწმუნეთ, ჩემ გუნდს შეუძლია 1/4 ფინალში გასვლა. „რეალის“ კარში გოლის გატანა ძალიან რთული არ არის. პარიზში ფავორიტები ჩვენ ვიქნებით.“
- 16 თებერვალი 2018
- 9 346
- 8
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.