UEFA „პსჟ“-ს მწვრთნელს და პრეზიდენტს დასჯის - რა მოხდა გასახდელში?
ესპანურ გამოცემებზე დაყრდნობით, „უეფას“ სადისციპლინო კომიტეტმა უკვე დაიწყო მადრიდის „რეალისა“ და „პსჟ“-ს მატჩის შემდეგ განვითარებული მოვლენების შესწავლა...
საქმე ეხება პარიზული კლუბის პრეზიდენტის, ალ ჰელაიფის და მთავარი მწვრთნელის, უნაი ემერის ქცევას.
მატჩის შემდეგ გასახდელში ემერიმ შეხვედრის მთავარ არბიტრს უვიცი უწოდა, ის ასევე კრიტიკული იყო მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზეც.
ანალოგიურად მოიქცა „პსჟ“-ს ხელმძღვანელიც, რომელმაც მსაჯი „რეალის“ მხარდაჭერა დაადანაშაულა.
ჯერ-ჯერობით უცნობია, რა სანქციები დაეკისრება პარიზულ გუნდს.
- 16 თებერვალი 2018
- 9 773
- 38
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.