ზიდანი:„ეს არ არის ნეიმარის და რონალდუ დუელი, ეს გუნდების შერკინებაა“
ზიდანმა „პსჟ“-სთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...
„ხვალ გულშემატკივარი 180 წუთიანი შერკინების პირველ ნაწილს იხილავს. საკმაოდ დიდ ბრძოლას ველი.“
„საფრაგეთში მე ჩემი ფავორიტები მყავს და ასე შემდეგ, მაგრამ ახლა ამაზე საუბრის დრო არ მაქვს. მხოლოდ ხვალინდელ შეხვედრაზე ვახდენ კონცენტრაციას.“
„BBC? რონალდუ, ბეილი და ბენზემა ჩემ სამსახურში იქნებიან.“
„ზეწოლა არ გვიკვირს, რადგან მადრიდის „რეალი“ ვართ. ჩვენზე უდიდესი პასუხისმგებლობაა დაკისრებული.“
„გუტი „რეალის“ სათავეში? მოდით ხვალინდელ შეხვედრაზე ვიფიქროთ.“
„ჩემი მომავალი? ანალოგიურს ვიტყვი. ხვალინდელ შეხვედრაზე ვიფიქროთ, ჩვენი მეტოქეი „პსჟ“ გახლავთ.“
„თუ უნაი ემერის გუნდს ტურნიდიდან გამოვთიშავს ჩვენი შანსები გაიზრდება ჩემპიონთ ლიგის მომდევნო ტურებში.“
„რონალდუსა და ნეიმარს შორის პაექრობა იქნება, თუმცა ეს არა კონკრეტული ინდივიდების, არამედ გუნდების შეჯიბრი უნდა იყოს.“
„ბეილზე დიდი დატვირთვა იქნება, უელსელის ფიზიკური მონაცემები „პსჟ“-სთან დიდ როლს ითამაშებს.“
„ტაქტიკური ცვლილებები? არ ვაპირებ.“
„ბენზემას მიმართ აგრესიას არ ველი. თუ „რეალის“ ქომაგები „პსჟ“-სთან ამას გააკეთებენ, ეს არ იქნება მხარდაჭერა, მე ასე ჩავთვლი.“
„ზეწოლა „პსჟ“-ზეც მოდის, ამაში დარწუნებული ვარ.“
- 13 თებერვალი 2018
- 4 925
- 22