რონალდინიო:„თუ „პსჟ“-მ წინ კარგად ითამაშა, „რეალს“ პრობლემები ექნება“
ბრაზილიელი რონალდინიო მადრიდის „რეალისა“ და „პსჟ“-ს დაპირისპირებას გამოეხმაურა...
„უდიდეს მატჩებს ველი და ეჭვი არ მეპარება, რომ ყველაფერი მეორე მატჩში გადაწყდება. ეს არ არის დაპირისპირება, სადაც ცალსახა ფავორიტი არსებობს, მაგრამ იმის თქმა ნამდვილად შემიძლია, რომ თუ „პსჟ“-ს წინა ხაზში თამაში წაუვა და ნეიმარი-მბაპეს დუეტი მოწოდების სიმაღლეზე იდგება, კავანის ხშირად ექნება დასარტყმელი სივრცე და „რეალი“ უშანსოდ დარჩება.“
„მადრიდის „რეალის“ დაცვა ნამდვილად არ არის ისეთი ძლიერი, როგორც სხვების, თუმცა მათ სხვა დადებითი თვისებები აქვთ.“
„ბერნაბეუზე მოგება იოლი არ არის, თუმცა შესაძლებელია.“
„„პსჟ“-ში ვთამაშობდი და ამ გუნდის წარმატება ყოველთვის გამიხარდება.“
- 13 თებერვალი 2018
- 4 051
- 9
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.