მორატა:„სიმართლეს გეტყვით, რის გამოც დავტოვე „რეალი““
ალვარო მორატამ ჟურნალისტებთან გულახდილად ისაუბრა...
„ჩემი „რეალიდან“ წამოსვლის შემდეგ არაერთი სტატია წამიკითხავს, რომელიც ძალიან შორს არის რეალობისგან და სიმართლისგან.“
„ის, რომ „რეალის“ ქომაგი ვარ ყველამ კარგად იცის, მაგრამ არსებობს მიზეზები, რის გამოც დავტოვე ესპანეთის დედაქალაქი.“
„ჩემ ასაკში საჭიროა წინსვლისთვის ბრძოლა და პროგრესი. მე არ ვთამაშობდი „ბარსელონასთან“, „ატლეტიკოსთან“, „სევილიასთან“, „ვალენსიასთან“, ჩემპიონთა ლიგის დაძაბულ მატჩებში და ასე შემდეგ. ამიტომ ჩავთვალე, რომ განვითარება იქ აღარ შეიძლებოდა, მივიღე გამოწვევა და გადმოვედი „ჩელსიში“. არაფერშუაშია ზიდანი, გადაწყვეტილების ავტორი მე გახლდით.“
„ყოველთვის ვუყურებ სამეფო კლუბის თამაშებს და მიხარია მათი გამარჯვების ხილვა. მარცხი კი ისე არ მსიამოვნებს, როგორც მოქმედ ფეხბურთელებს.“
„მიყვარს „ბლანკოსი“ და ყოველთვის ვუქომაგებ ჩემ საყვარელ კლუბს, სადაც წლები გავატარე.“
- 13 თებერვალი 2018
- 6 717
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.