ვარანი:„წინ გველის ორი უზარმაზარი გუნდის ორთაბრძოლა“
რაფაელ ვარანმა მადრიდის „რეალის“ ოფიციალურ ვებ-გვერდთან ინტერვიუ ჩაწერა...
„გულშემატკირები „რეალის“ ფეხბურთელებით ძალიან ამაყობენ, ამიტო ვალდებულები ვართ გავიმარჯვოთ. პირველი შეხვედრა ბერნაბეუზე გაიმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს.“
„საკმარისი გამოცდილება გვაქვს და ვიცით, როგორ ვითამაშოთ ევროსარბიელზე. ფრანგი ვარ და ფრანგული გუნდის წინააღმდეგ მიწევს თამაში, რაც ამაღელვებელია. დარწმუნებული ვარ, ორივე თამაში მომაჯადოვებელი იქნება. ერთმანეთს ორი უზარმაზარი პოტენციალის მქონე გუნდი შეხვდება.“
„„პსჟ“-ს ერთიანობის ხარჯზე დავამარცხებთ. უნაი ემერის შესანიშნავი გუნდი ჰყავს, მაგრამ მერწმუნეთ, ჩვენ შეგვიძლია მათი ძლევა.“
„პირველი შეხვედრა ბერნაბეუზე იმართება. გულშემატკივრებისგან დამატებით მუხტს და მოტივაციას მივიღებთ. ვიმედოვნებ, რომ ეს ფაქტორი ბევრ რამეს გადაწყვეტს და გამარჯვება დაგვრჩება, თუმცა ყველაფერს მეორე შეხვედრა გადაწყვეს, ამაში დარწმუნებული ვარ. ისტორიულად არაერთი შეხვედრა გამართულა, სადაც გუნდს საშინაო არენაზე არასასურველი შედეგი დაუფიქსირებია, მაგრამ გასვლით შეხვედრაში ყველაფერი სხვაგავარად წარმართულა.“
„კარიერაში საუკეთესო მოგონება „ატლეტიკოსთან“ ჩემპიონთა ლიგის ფინალია. ის მომენტები არასდროს დამავიწყდება.“
„მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა ვარ, უდიდესი გამოცდილება მივიღე და გუნდში ფეხი მოვიკიდე. მადრიდულ კოლექტივში ყველას ვუყვარვარ და დიდ პატივისცემას ვგრძნობ. 2018 წელი დადგა, მე კი სამეფო კლუბში 6 წელიწადზე მეტია გამოვდივარ, ეს არის დიდი პასუხისმგებლობა და სიამაყე.“
- 12 თებერვალი 2018
- 1 728
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.