მარსელო „პსჟ“-სთან არ ითამაშებს?
ესპანურ გამოცემებზე დაყრდნობით, ზინედინ ზიდანმა „პსჟ“-სთან მატჩისთვის რამდენიმე ტაქტიკური მონახაზი დაამუშავა...
ფაქტი ისაა, რომ მიმდინარე სეზონში სამეფო კლუბი ძალიან ბევრ გოლს უშვებს, რაც „პსჟ“-სთან მატჩში ზიზუს გეგმებში არ შედის.
პარიზულმა კლუბმა ბერნაბეუზე არ უნდა გაიტანოს, ამიტომ მადრიდელებს დაცვაში ყურადღებით თამაში მართებთ.
გამომდინარე იქედან, რომ სამეფო კლუბის გაშვებული გოლების 40% მარსელოს ფლანგდან მოდის, ზიზუ თვლის, რომ ბრაზილიელი შედარებით „მძიმე“ მცველმა უნდა ჩაანაცვლოს, ამიტომ მის ადგილზე შესაძლოა ნაჩო ვიხილოთ, მარჯვენა ფლანგი კი დისკვალიფიცირებული კარვახალის ნაცვლად ჰაკიმმა, ანაც ლუკას ვასკესმა დაიკავოს, რომელმაც მარჯვენა მცველად თამაში იცის.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მარსელომ შესაძლოა ნახევარდაცვაში გადაინაცვლოს და ხშირ შემთხვევაში მცველებსაც დაეხმაროს.
დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას, როგორც სჩანს, ზიზუ „პსჟ“-სთვის განსაკუთრებულად ემზადება.
- 12 თებერვალი 2018
- 4 466
- 13