ზიდანი:„„პსჟ“ უნდა უფრთხილდეს ჩემი გუნდის ლიდერს“
ზინედინ ზიდანმა „სოსიედადთან“ მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„შესანიშნავი მატჩი იყო. ყველაფერი პირველ ტაიმში გადავწყვიტეთ, ინტენსივობას არ ვკარგავდით და გოლები გაგვქონდა. ნამდვილად ბედნიერი და კმაყოფილი ვარ, ამ წუთიდან კი ჩემპიონთა ლიგაზე ვიწყებ ფიქრს.“
„პარიზული ბარიერი რთულად გადასალახი იქნება, მაგრამ მაქსიმალურად ვეცდებით, დღეს დაშვებული შეცდომები გამოვასწოროთ.“
„მარსელო შესანიშნავი იყო. ბრაზილიემა ფეხბურთელმა წინახაზელები არაერთხელ მოამარაგა მწვავე გადაცემებით.“
„„პსჟ“-ს რონალდუსი უნდა ეშინოდეს, პორტუგალიელმა ჰეთ-თრიკი შეასრულა, ის ბრწყინვალე ფორმაშია შესული.“
„ბენზემა? ამაზე საუბარი მომბეზრდა, გულშემატკივრებს შეუძლიათ ბევრი უსტვინონ ფრანგს, ეს მათი პოზიციაა.“
- 11 თებერვალი 2018
- 7 532
- 15