რონალდუ:„თუ „პსჟ“-სთან მადრიდში წავაგებთ, პარიზში გაგვიჭირდება“
მადრიდის „რეალის“ პორტუგალიელმა წინახაზელმა, კრიშტიანო რონალდუმ „პსჟ“-სთან მოახლოვებულ შეხვედრაზე ისაუბრა...
„მე ვერ ვხედავ აჟიოტაჟის საფუძველს. წინა წლებში „პსჟ“-ს არაერთხელ შევხვდით. მართალია, მაშინ იქ არ თამაშობდა ნეიმარი, მაგრამ მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაფერს ცვლის. ემერის ყოველთვის ძლიერი გუნდი ჰყავდა, მაგრამ „რეალი“ მოწოდების სიმაღლეზე იდგა.“
„პირველ მატჩს დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ ბერნაბეუზე წავაგებთ, პარიზში ძალიან გაგვიჭირდება, ამიტომ პირველ შეხვედრაში უდიდესი ენერგია უნდა დავხარჯოთ.“
- 9 თებერვალი 2018
- 6 685
- 25