მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტს კაზემირო თამაშობს
ბრაზილიელი კაზემირომ ზინედინ ზიდანისგან ყველაზე დიდი ნდობით აღჭურვილი ფეხბურთელია. ბრაზილიელმა მოთამაშემ მიმდინარე სეზონში მოედანზე ყველაზე დიდი დრო დაჰყო...
ნახევარმცველმა მწვანე მინდორზე უკვე 2413 წუთი გაატარა. მან 29 დაპირისპირებაში მიიღო მონაწილეობა.
კაზემირომ შარშანდელ სეზონში საერთო ჯამში 3314 წუთი ითამაშა და ეჭვი არავის ეპარება, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს ის შარშანდელ შედეგს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
ამ მხრივ მეორე ადგილზე ნაჩო ფერნანდესია, რომელმსაც ზიზუსგან 2350 წუთი მიიღო, მესამე ადგილზე ტონი კროოსი 2288 წუთით, მეოთხეზე მარსელო 2265 წუთით, მეხუთეზე კრიშტიანო რონალდუ 2254 წუთით.
- 9 თებერვალი 2018
- 1 262
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.