სანამ „რეალს“ ზიზუ წვრთნის, პოჩეტინო მოლაპარაკებებზე უარს აცხადებს
ბრიტანულ გამოცემებზე დაყრდნობით, მადრიდის „რეალი“ მაურისიო პოჩეტინოს რამდენჯერმე დაუკავშირდა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ესაუბრა, მაგრამ ფეხბურთის არგენტინელი სპეციალისტი საკუთარ მოთხოვნებს აყენებს...
მაურისიო „ტოტენჰემის“ ქომაგებს ძალიან უყვართ, ამიტომ ის მოლაპარაკებების დაწყებაზე უარს აცხადებს.
არგენტინელი მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს „ბლანკოსის“ წინადადებას, თუ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ზიზუ გადადგება. ამ შემთხვევაში მისი „ბლანკოსში“ დანიშვნა რეალური გახდება.
მაურისიო გაუგებრობას ერიდება, მას არ სურს, რომ ამჟამინდელ კლუბთან ურთიერთობა ჭორების გამო გაიფუჭოს და საბოლოო ჯამში არც „მერენგების“ მწვრთნელად დაინიშნოს.
როგორც სჩანს, ზაფხულში ფლორენტინო პერესს ბევრი საქმე ექნება.
- 9 თებერვალი 2018
- 3 051
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.