პეპე:„„რეალი“ ჩემთვის ყველაფერია“
კეპლერ პეპემ მადრიდის „რეალთან“ დაკავშირებით ძალიან ემოციურად ისაუბრა...
„მადრიდის „რეალი“ არის გუნდი, რომელსშიც კარიერის საუკეთესო წლები გავატარე. იქ მე ძალიან ბევრი რამ ვისწავლე.“
„როდესაც „პორტუში“ ვთამაშობდი, სამეფო კლუბმა ჩემ სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაიხადა, მაშინ ეს საკმაოდ მაღალი თანხა იყო, თანაც მცველებში არასდროს იხდიდნენ დიდ ფულს.“
„გავიდა წლები და მე სერხიო რამოსთან ერთად ეპოქა შევქმენი. მიხარია ყველა ის ტიტული, რომელიც მოვიგე.“
„მადრიდის „რეალი“ ჩემთვის ყველაფერია. ვერ აგიღწერთ, როგორ მაინტერესებს „ბლანკოსისა“ და „პსჟ“-ს შეხვედრა. მთელი გულით ვქომაგებ „დედაქალაქელებს.“
„ახლა რომ შემოთავაზება მივიღო, არც დავფიქრდები, ისე ჩავალაგებ ბარგს და მოვირგებ თეთრ მაისურს. თუ „ქალაქელები“ დაბრუნებას მთხოვენ, მე მექნება კონკრეტული პასუხი. თურქეთშიც ყველამ იცის, რომ ყოველთვის მადრიდისტა ვიქნები.“
„მადრიდულ გიგანტში 334 დაპირისპირება მაქვს გამართული, ეს რაოდენობა სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ შეიგრძნო, რას ნიშნავს მადრიდიზმი.“
- 8 თებერვალი 2018
- 8 496
- 122