„რეალიდან“ წასვლის შემდეგ პრემიერლიგაში არ დავბრუნდები
ლუკა მოდრიჩმა სამომავლო გემგებთან დაკავშირებით საინტერესო კომენტარი გააკეთა...
„„რეალი“ არის კლუბი, რომელსაც ძალიან დიდი რესურსი აქვს, როგორც ჩემთან ერთად, ასევე ჩემ გარეშე. ძალიან კარგად ვიცი, რომ მოვა დრო, როდესაც სამეფო კლუბს გამოვემშვიდობები.“
„კარიერის ესპანეთში დასრულებას არ ვაპირებ, მაგრამ როდესაც „ბლანკოსს“ დავტოვებ პრემიერლიგაში არ ვითამაშებ. „ტოტენჰემელებისთვის“ არაერთხელ მითქვამს, რომ დაბრუნებაზე არ ვფიქრობ. ჩემი მიზანი საფეხბურთო კარიერის სამშობლოში დასრულება გახლავთ.“
„ასაკი მემატება, მაგრამ ვთვლი, რომ ფორმაში ვარ და თამაში კიდევ შემიძლია. ახალი კონტრაქტი „რეალთან“? ჯერ-ჯერობით მოქმედი ხელშეკრულება მაკავშირებს და ვაპირებ, რომ ნაკისრი ვალდებულება შევასრულო.“
- 8 თებერვალი 2018
- 4 184
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.