კეინი თუ ლევანდოვსკი - „რეალმა“ ორივეს შეძენა გადაწყვიტა
ესპანურ გამოცემებზე დაყრდნობით, მადრიდის „რეალმა“ ჰარი კეინსა და რობერტ ლევანდოვსკის შორის არჩევანი არ გააკეთა. ფლორენტინო პერესს სურს, რომ ორივე ფეხბურთელი შეიძინოს...
მადრიდში მიაჩნიათ, რომ ორი „9“-იანი ზედმეტი არ იქნება, თანაც იმ ფონზე, რომ სეზონის ბოლოს კარიმ ბენზემას აბარგებას უწინასწარმეტყველებენ.
კეინისა და ლევანდოვსკის შეძენის შემთხვევაში, „ბლანკოსს“ თავისუფლად შეეძლება 4-4-2 სისტემის გამოყენება, ასევე შესაძლებელი იქნება 4-3-3, სადაც ეს ფეხბურთელები ერთმანეთს ჩაანაცვლებენ, რესურსი კი ძალიან დიდი იქნება.
გამომდინარე იქედან, რომ „მერენგებს“ ყოველ სეზონში მინიმუმ 60 მატჩის ჩატარება უწევს, ძლიერი რესურსი აუცილებელია.
ესპანურ გამოცემებზე დაყრდნობით, სამეფო კლუბი პოლონურ-ინგლისური დუეტის სანაცვლოდ 260 მილიონ ევროს შეელევა.
როგორც ვხედავთ, ზაფხულში „ბლანკოსი“ სერიოზულ აქტივობებს გეგმავს.
- 8 თებერვალი 2018
- 3 782
- 12
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.