თუ ზიდანი დარჩება, „რეალი“ „მილანის“ 2 მცველს იყიდის
ესპანურ გამოცემებზე დაყრდნობით, მადრიდის „რეალი“ ძალიან სერიოზული ოპერაციისთვის ემზადება...
იმ შემთხვევაში, თუ სამეფო კლუბის სათავეში ზინედინ ზიდანი დარჩება, გუნდის სატრანსფერო პოლიტიკა გარკვეულწილად შეიცვლება და პრეზიდენტი არამხოლოდ თავდასხმის, არამედ დაცვის გაძლიერებაზეც იფიქრებს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზიზუს ძალიან მოსწონს მილანელი რომანიოლი, რომელიც 23 წლის არის და ძალიან დიდი მომავალი აქვს. ის ფლობს შესანიშნავ სისწრაფეს, ბრწყინვალეა მეორე სართულზე და ფიზიკურადაც ძლიერი გახლავთ.
რომანიოლის გარდა „რეალს“ ბონუჩის დამატებაც სურს.
იმ შემთხვევაში, თუ ზიზუ დარჩება სამეფო კლუბის დაცვას იტალიური გუნდი უკანახაზელები გააძლიერებენ.
- 8 თებერვალი 2018
- 4 561
- 7
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.