„რეალის“ პრეზიდენტმა ზიზუს დათხოვნა გადაწყვიტა
ესპანურ გამოცემებზე დაყრდნობით, მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა სპეციალურად შექმნილი საბჭო მოიწვია და გუნდის სამომავლო გეგმებზე გაამახვილა ყურადღება...
პერესს სურს, რომ სამეფო კლუბში ნამდვილი რევოლუცია მოახდინოს.
ესპანურ გამოცემებზე დაყრდნობით, მიუხედავად იმისა, რა შედეგები ექნება „რეალს“ სეზონის ბოლოს, ზინედინ ზიდანს კარისკენ მიუთითებენ. პერესი თვლის, რომ ახალ ფეხბურთელებთან ერთად ახალი მწვრთნელის მოსვლაც საჭირო იქნება, ვინაიდან ფრანგი ლეგენდა პრინციპულად ეწინააღმდეგება სიახლეებს.
ზიზუს უპირველეს შემცვლელებად იოაჰიმ ლიოვი, იურგენ კლოპი და მაურისიო პოჩეტინო მოიაზრებიან.
- 7 თებერვალი 2018
- 7 392
- 41