„ბაიერნი“ მზად არის ლევანდოვსკი „რეალში“ გაუშვას
გერმანულ გამოცემებზე დაყრდნობით, მიუნხენის „ბაიერნი“ მზად არის მადრიდის „რეალთან“ მოლაპარაკებები დაიწყოს...
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ პოლონელ ფეხბურთელს „ბლანკოსში“ თამაში სურს, მიუნხენური კლუბი საკუთარ პოზიციას აფიქსირებს.
ლევანდოვსკი 29 წლის არის და 21 აგვისტოს 30 წელი უსრულდება.
გერმანული მხარე მზად არის ფორვარდი „ბლანკოსში“ გაუშვას, მაგრამ მის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო უნდა მიიღოს.
ახლა დგება გარდამტეხი მომენტი. ეს არის ლევავნდოვსკის ბოლო შანსი, ვინაიდან მას ასაკი ემატება. თუ ზაფხულში შეთანხმება ვერ შედგება, პოლონელით პერესი აღარასდროს დაინტერესდება, ამიტომ ტრანსფერის ალბათობა ძალიან მაღალია.
- 7 თებერვალი 2018
- 5 255
- 22