რამოსი: დამწუხრებულები ვართ, მაგრამ წინ ვალიადოლიდია

"ბლანკოსის" ესპანელმა მცველმა, სერხიო რამოსმა განაცხადა, რომ გუნდმა ჯერ ვერ დაივიწყა ლიგის 1/8 ფინალში განცდილი ფიასკო, , მაგრამ აუცილებელია მობილიზირება და ყურადღების ვალიადოლიდზე გადატანა...

"ჩვენ ძალიან ცუდი მატჩი ჩავატარეთ ბერნაბეუზე და ვერ გავახარეთ გულშემატკივრები. მას შემდეგ რაც რეალში ვთამაშობ, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალს ვერ ვცდებით. ეს უკვე ტრადიციად გვექცა და იმედი მაქვს მომავალი სეზონიდან ყველაფერი კარგად იქნება".

"ლა ლიგის ლიდერი რეალია და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ყურადღების გაფანტვა, პრიმერას მოგება ჩვენთვის უდიდესი წარმატება იქნება და ყველანაირად ვეცდებით დიდი კონკურენცია გავუწიოთ კატალონიელებს. თუ დავიბნევით ვერც ვალიადოლიდთან გავიმარჯვებთ და ბარსელონას კიდევ ერთხელ მივცემთ პირველობის შანსს".

"ფრანგებთან მატჩის შემდეგ, ყველა დათრგუნული იყო და არც ამჯამად ვიმყოფებით კარგ ხასიათზე, მაგრამ ჩვენი მიზანია ვალიადოლიდის დამარცხება, ეს გუნდი არც ისე ცუდად გამოდის ეროვნულ ჩემპიონატში და რა თქმა უნდა დიდ წინააღმდეგობას ველოდებით".

  • Hala
  • 12 მარტი 2010
  • 1 973
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (245)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)