ბუტრაგენიო:„ყველა გათავისუფლდება, ვინც „რეალის“ დანებებაზე ისაუბრებს“
ემილიო ბუტრაგენიომ „ლევანტესთან“ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა...
„სამწუხარო რეალობის წინაშე ვდგავართ. მადრიდის „რეალმა“ ვერ მოიგო მატჩი, რომელშიც აბსოლუტურ უპირატესობას ფლობდა და ყველა წერტილს აკონტროლებდა.“
„უკანა ხაზში ხარვეზებმა ჩვენს კარში ორი გოლი გამოიწვია.“
„კეილორ ნავასი უმაღლესი დონის მეკარეა, კოსტარიკელის დადანაშაულება არ ღირს.“
„ლა ლიგა დავთმეთ? ზიზუს ჩათვლით, ყველა გათავისუფლდება, ვინც იტყვის, რომ მადრიდის „რეალმა“ ბრძოლა დაასრულა. ეს არ ეკადრება ჩვენი გუნდის ისტორიას და გულშემატკივართა უდიდეს არმიას. დიახ, ჩვენ ძალიან მცირე შანსი გვაქვს, მაგრამ არ უნდა მოვდუნდეთ და ბოლომდე ვიბრძოლთ. „ბლანკოსი“ არ არის ის გუნდი, რომელსაც კრიზისის დაძლევა არ შეუძლია.“
„ჩვენ ვიბრძოლებთ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად და ჩვენ ვიბრძოლებთ ლა ლიგის მოსაგებად იქამდე, სანამ ამის შანსი იარსებებს.“
„უნდა განვაგრძოთ მუშაობა და შედეგები გავაუმჯობესოთ. კლუბში ყველაფერია იმისათვის, რომ ვითარება შეიცვალოს.“
„„პსჟ“? ჩვენ ჯერ „სოსიედადზე“ ვიფიქრებთ, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგის მატჩზე გადავერთვებით. ზიზუ ევროსარბიელზე დიდ ფსონს ჩამოდის, მან ფრანგული ბარიერი უნდა გადალახოს.“
- 4 თებერვალი 2018
- 5 876
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.