ნავასი:„მე ძალიან მშვიდად ვარ“
კეილორ ნავასმა „ლევანტესთან“ ვერმოგებული შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა...
„ვერ მოვიგეთ იმიტომ, რომ 90 წუთის მანძილზე არ ვითამაშეთ ისე, როგორც საჭირო იყო. „რეალი“ ეტაპობრივად აქტიურდება, შემდეგ კი დუნდება და ისჯება კიდეც. მეტოქე ფრეს ნამდვილად არ იმსახურებდა, მაგრამ ბოლო წუთებში ჩვენ მათ მივეცით 2 შანსი.“
„„პსჟ“-სთან შეხვედრა ახლოვდება. ჩვენ ძალიან გვჭირდება გულშემატკივართა დახმარება, ვინაიდან გავსებულ ბერნაბეუს სულ სხვა ეფექტი აქვს.“
„ძალიან მშვიდად ვარ და მჯერა საკუთარი თანაგუნდელების. „რეალიდან“ წასვლა? მერწმუნეთ, სამუდამოდ არავინაა არც „ბლანკოსში“ და არც ფეხბურთში. ყველა ვარჯიშზე მაქსიმალურად ვიხარჯები, დანარჩენს კი მომავალი გვიჩვენებს. მე ვგრძნობ დიდ სიყვარულს, როგორც ქომაგებისგან, ასევე სამწვრთნელო შტაბისგან.“
- 4 თებერვალი 2018
- 1 767
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.