სოლ კემბელი:„რამოსის კოზირი სისწრაფე იყო, რომელიც მან დაკარგა“
ინგლისელმა ყოფილმა ფეხბურთელმა, სოლ კემბელმა სერხიო რამოსთან დაკავშირებით საინტერესო კომენტარი გააკეთა...
„რამოსი თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო მცველად ჩამოყალიბდა, ის „რეალის“ ღირსეული კაპიტანია, მაგრამ ესპანელის კოზირი ყოველთვის სისწრაფე იყო, რაც მან დაკარგა. სწორედ ამიტომ მადრიდის „რეალს“ უკანა ხაზში სერიოზული პრობლემები აქვს.“
„კეპლერ პეპეს გაშვებით რამოსის სისუსტეები კიდევ უფრო გამოჩნდა, ვარანი არ არის ის ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია პეპეს სრულფასოვანი შეცვლა.“
„რამოსს ასაკი ემატება, რაც პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ სისწრაფეს კარგავს, ეს ბუნებრივი მოვლენაა.“
„სერხიო არასდროს ყოფილა პუიოლი, ფერდინანდი ან იაპ სტამი. მათ სისწრაფე არასდროს ჰქონდათ, თუმცა პოზიციური თვალსაზრისით უნაკლონი იყვნენ.“
„მე ვფიქრობ, რომ „რეალს“ სჭირდება ტოპ კლასის მცველი.“
- 4 თებერვალი 2018
- 3 973
- 8
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.