რამოსი:„არ ვიცი რა მჭირს, ძალიან იმედგაცრუებული ვარ“
სერხიო რამოსმა „ლევანტესთან“ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან არსებულ პრობლემებზე ისაუბრა...
„ეს იყო თამაში, რომელშიც „რეალი“ უპირატესობას ფლობდა და გამარჯვებას იმსახურებდა. მიზანს ეტაპობრივად ვაღწევდით. 1:1-ის შემდეგ გავაქტიურდით და ისკო ალარკონმა გოლის გატანა შეძლო. ამის შემდეგ ყურადღება მოვადუნეთ და დავისაჯეთ კიდეც. „ლევანტემ“ ორი სახიფათო მომენტი შექმნა და ერთ-ერთი გოლად გარდასახა. არ ვიცი რა მჭირს, ძალიან იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ ოპტიმიზმს ვინარჩუნებ და მჯერა, რომ პრობლემების გაანალიზების შემდეგ სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება. ჩვენ გვჭირდება ფარტომასშტაბიანი ანალიზი.“
„ეს არის ჩემს კარიერაში ყველაზე ცუდი წელი. მადრიდის „რეალის“ ამხელა რეგრესის ხილვა ჩემთვის ძალიან დიდი დარტყმაა. ერთადერთი რამ, რაც ხასიათს გამომისწორებს და ბედნიერს გამხდის, ჩემპიონთა ლიგის მოგება იქნება. თუ ჩვენ ამას შევძლებთ, გულშემატკივრებს ძალიან გავახარებთ.“
„გუნდი შესანიშნავ გარემოში ვარჯიშობს. კოლექტივში მართლაც ძალიან მეგობრული სიტუაციაა. ფეხბურთელები ერთმანეთს უგებენ და ეს უმნიშვნელოვანესია. ვფიქრობ, აღებულ გეზს არ უნდა გადავუხვიოთ. ჩვენ ბოლომდე ვიხარჯებით. მთავარია არ მოვდუნდეთ და შედეგი აუცილებლად იქნება.“
„ჩემპიონთა ლიგა ახლოვდება, თუმცა წინ „სოსიედადთან“ საკმაოდ რთული მატჩია. ბასკებთან გამარჯვების შემთხვევაში „პსჟ“-სთან შერკინებას დადებით განწყობაზე შევხვდებით. ჩემპიონთა ლიგა სულ სხვა ტურნირია. ღრმად მწამს, რომ 1/4 ფინალის საგზურს მოვიპოვებთ.“
- 4 თებერვალი 2018
- 2 783
- 8
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.