ის, რაც აქამდე არ იცოდით - 2 ფაქტი, რომელიც რამოსზე ყველას გამორჩა
მადრიდის „რეალის“ ქომაგები ძალიან გაღიზიანებულები არიან. სამეფო კლუბმა „ლევანტესთან“ აბსოლუტურად უწყინარ სიტუაციაში დაკარგა ქულები. საქმე ჩემპიონობას აღარ ეხება. ფაქტია, რომ ზიზუს გუნდს მეორე ადგილის დასაკავებლადაც ძალიან დიდი ბრძოლა მოუწევთ...
ამ ფონზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვრცელდება, რომელიც სერხიო რამოსს ეხება. მოგეხსენებათ, კაპიტანმა „ლევანტეს“ გაუტანა, ეს არის ისტორიული მაჩვენებელი, ვინაიდან სერხიოს „რეალის“ შემადგენლობაში მხოლოდ ლა ლიგაში უკვე 50 გოლი დაუგროვდა. ცენტრალური მცველისთვის მსგავსი შედეგი მართლაც საამაყოა.
გარდა ამის სერხიო გახდა ლა ლიგის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ზედიზედ 14 სეზონში შეძლო გოლის გატანა. აქ იგულისხმება „სევილიაში“ ასპარეზობაც.
- 4 თებერვალი 2018
- 4 125
- 6