ზიდანი:„„რეალის“ ფეხბურთელებს ასეთ მოქცევას აღარ ვაპატიებ“
ზინედინ ზიდანმა „ლევანტესთან“ მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„თამაშს ვაკონტროლებდით და სადაავეები ხელიდან არ უნდა გაგვეშვა. ეს იყო შეხვედრა, სადაც მადრიდის „რეალს“ აუცილებლად უნდა მოეპოვებინა 3 ქულა.“
„ჩემ მოთამაშეებს ასეთ ქმედებას აღარ ვაპატიებ. ეს არ იყო ტაქტიკური მარცხი, ეს არ იყო მარცხი სისწრაფის არქონის გამო. ეს იყო მარცხი ყურადღების გაფანტულობის გამო.“
„მეტოქემ კონტრ-შეტევაზე ბრწყინვალედ იასპარეზა და ჩვენი დაცვის რგოლი გაარღვია, უზუსტობები გვქონდა.“
„კრიშტიანო იმიტომ შევცვალე, რომ მოედანზე დასვენებული ვასკესი და ასენსიო შემეყვანა.“
„ლა ლიგის მოგებაზე ფიქრი რთულია, მაგრამ მაქსიმალური შედეგების დასაფიქსირებლად ყველაფერს გავაკეთებთ.“
- 4 თებერვალი 2018
- 6 506
- 20
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.