„რეალის“ ძალიან დიდი სიურპრიზი კრიშტიანო რონალდუს
ესპანური გამოცემა „მარკა“, ABC-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ მადრიდის „რეალმა“ კრიშტიანო რონალდუსთან დაკავშირებით შესანიშნავი და დასაფასებელი გადაწყვეტილება მიიღო.
მოგეხსენებეთ, პორტუგალიელის სახელფასო პირობებთან და ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით დიდი მითქმა-მოთქმა იყო გამოწვეული.
„მარკა“ იუწყება, რომ სეზონის ბოლოს „რეალი“ კრიშტიანოსთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს, რომელიც კრისის „ბლანკოსში“ დარჩენას ერთი წლით გადაავადებს იმ ვადასთან შედარებით, რომელიც გოლეადორს ახლანდელი ხელშეკრულებით აქვს განსაზღვული.
ამასთან ერთად კრიშტიანოს ხელფასი 30 მილიონ ევრომდე გაიზრდება. ამით ფლორენტინო პერესი ფეხბურთელს კიდევ ერთხელ აჩვენებს უდიდეს პატივისცემას ნდობას, რომელიც მის მიმართ მადრიდში არსებობს.
იმ შემთხვევაშიც, თუ ნეიმარი „ბლანკოსის“ ფეხბურთელი გახდება, კრიშტიანო ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელის სტატუსს შეინარჩუნებს. გარდა 30 მილიონისა, კრისი ჯილდოების ჩათვლით დამატებით 3-4 მილიონს გამოიმუშავებს.
- 3 თებერვალი 2018
- 9 862
- 18