დელ ბოსკე:„თუ ზიდანი „რეალიდან“ არ წავა, ამ კლუბს პროგრესი ისევ შეეძლება“
სამეფო კლუბის ყოფილმა მწვრთნელმა, ვისენტე დელ ბოსკემ ზინედინ ზიდანთან დაკავშირებით ისაუბრა...
„ორი ბრწყინვალე სეზონის შემდეგ „რეალს“ ჩავარდნა დაეწყო. გუნდი უკვე გამოეთიშა სამეფო თასს, ლა ლიგაში კი ოცნებაც კი არ ღირს. ფაქტია, რომ ესპანეთის ჩემპიონატს „ბარსელონა“ მოიგებს, ამხელა უპირატესობას ვალვერდეს გუნდი არ გაანიავებს.“
„ჩემპიონთა ლიგა? ვფიქრობ, რომ „ბლანკოსმა“ სწორად ევროსარბიელზე უნდა გაამახვილოს ყურადღება, ბოლო შანსი სწორედ ეს არის.“
„ზიდანი? მე არ ვთვლი, რომ ამაში დამნაშავე ზიდანია. თუ ფრანგი „რეალიდან“ არ წავა, ეს კლუბი პროგრესს ისევ აჩვენებს. ვფიქრობ, რამდენიმე ტრანსფერის განხორციელება ზაფხულში გარდაუვალი იქნება.“
- 2 თებერვალი 2018
- 6 468
- 10
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.