„რეალმა“ ხამეს როდრიგესზე გადაწყვეტილება მიიღო
ესპანურ გამოცემებზე დაყრდნობით, მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა, კოლუმბიელი ნახევარმცველის, ხამეს როდრიგესის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო...
ფლორენტინო პერესი მიუხენურ გიგანტთან ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწაროებს. ხამესი „ბაიერნში“ 2 წლიანი იჯარით იმყოფება, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ 2018 წლის ზაფხულში მიუხენური გიგანტი მისი სატრანსფერო უფლებების სრულ პაკეტს გამოისყიდის და ამისთვის 65 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. პერესი თანახმაა როდრიგესი მიუნხენში დატოვოს.
იმ შემთხვევაში, თუ „ბაიერნი“ ხსენებულ თანხას არ გადაიხდის, „ბლანკოსი“ საიჯარო ხელშეკრულებას დაარღვევს და მოთამაშეს ზაფხულში მაინც დაიბრუნებს, რის შემდეგაც მისი „ლივერპულში“ გაყიდვა, ან მუჰამედ სალაჰის ტრანსფერში ჩართვა იგეგმება.
როგორც სჩანს, „ბლანკოსი“ ყოფილ „ათიანს“ არ შემთხვევაში არ დატოვებს გუნდში.
- 2 თებერვალი 2018
- 7 647
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.