ანჩელოტი:„მე ვფიქრობ, რომ „პსჟ“-ს „რეალთან“ გამარჯვება არ შეუძლია“
მადრიდის „რეალისა“ და „პსჟ“-ს ყოფილმა თავკაცმა, კარლო ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ შეხვედრაზე ისაუბრა...
„სულ რაღაც 2 კვირაში მსოფლიო საფეხბურთო ზეიმს იხილავს. დარწმუნებული ვარ, „რეალისა“ და „პსჟ“-ს შეხვედრა ძალიან სანახაობრივი იქნება.“
„მე ვთვლი, რომ უნაი ემერის გუნდი „რეალთან“ მოსაგებად მზად არ არის. სამეფო კლუბი არც ისე სახარბიელო სიტუაციაშია, მაგრამ ლა ლიგის წინა ტურებს თვალ-ყური ვადევნე და ფაქტია, რომ ზიზუს გუნდში დიდი პროგრესია და 2 კვირაში ამ კოლექტივს გაცილებით მეტი შეეძლება.“
„„რეალს“ შანსი მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე დარჩა, ლა ლიგაზე საუბარიც კი ზედმეტად მიმაჩნია.“
„სამეფო კლუბს ჰყავს რონალდუ, ფეხბურთელი, რომელიც წაგებას ვერასდრო ეგუება. ვფიქრობ, რომ პარიზელებს პორტუგალიელის სახით ძალიან დიდი მტერი ეყოლებათ. ეჭვი არ მეპარება, რონალდუ გაიტანს.“
„თუ „რეალი“ „პსჟ“-ს მოუგებს, ეს გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი იქნება, ზიზუს უკან დასახევი გზა არ აქვს.“
- 31 იანვარი 2018
- 6 315
- 41