„რეალის“ ახალი თავდასხმა - ვინიციუსი და ნეიმარი
ესპანური გამოცემები იუწყებიან, რომ ფლორენტინო პერესს მომდევნო ზაფხულს ნეიმარის გამადრიდელება ძალიან გაუჭირდება, თუმცა ესპანელს გრძელვადიანი გეგმა აქვს...
პერესი 2019 წელს მაინც ეცდება ნეიმარის შეძენას. ამ დროს გაცილებით უფრო გაზრდილი და გამოცდილი იქნება ვინიციუს ჟუნიორი, რომელიც ამჟამად „ფლამენგოშია“ განათხოვრებული და შესაძლოა 6 თვეში „ბლანკოსის“ მთავარი გუნდის რიგებში გადავიდეს.
როგორც სჩანს პერესი ფსონს ბრაზილიელ წინახაზელებზე ჩამოდის, რომლებსაც სამეფო კლუბის გოლებზე უნდა იზრუნონ.
რაც შეეხება ცენტრ-ფორვარდს. ჯერ-ჯერობთ ამ საკითხზე ყველაფერი ბუნდოვანია, თუმცა „9“-იანის პოზიციაზე პერესს რამდენიმე ტოპ კანდიდატი ჰყავს ჰარი კეინის, იკარდის და სხვა ფორვარდების სახით.
- 30 იანვარი 2018
- 4 545
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.