კრიშტიანო რონალდუ ლა ლიგის ისტორიაში ახალი რეკორდით შევიდა
მადრიდის „რეალის“ პორტუგალიელი შემტევი, კრიშტიანო რონალდუ ლა ლიგის ისტორიაში ახალი რეკორდით შევიდა...
პორტუგალიელისთვის რეკორდები ახალი არ არის და ყველა ელოდა, რომ ადრე თუ გვიან ამ რეკორდსაც დაამყარებდა.
კრისმა „ვალენსიასთან“ 2 პენალტი გაიტანა და გააუმჯობესა და უგო სანჩესის რეკორდი. რონალდუს ლა ლიგაში 72-ჯერ აქვს თერთმეტმეტრიანი გატანილი, აქამდე ამ მაჩვენებლით თავს ზემოხსენებული სანჩესი იწონებდა. კრისი ამ კომპონენტშიც რეკორდსმენი გახდა.
- 27 იანვარი 2018
- 8 903
- 28