კიდევ ერთი კრახი
რა შეიძლება უწოდო იმას რაც გუშინ საღამოს მოხდა სანტიაგო ბერნაბეუზე? ეს იყო სრული ფიასკო. მე პირადად მთელი სულით და გულით მადრიდის რეალის გულშემატკივარი ვარ და ვიცი, რომ ჩემნაირი ბევრია. რათქმაუნდა ყველამ განვიცადეთ ის, რომ მადრიდს რეალი დაემშვიდობა უკვე მეექვსედ ჩემპიონთა ლიგას 1/8 ფინალიდან.
6 წუთზე უკვე მადრიდის რეალი დაწინაურდა 1-0 გუტის კიდევ ერთი შესანიშნავ გადაცემას მოჰყვა რონალდოს გოლი.
ამის შემდეგ ბლანკოსს ჰქონდა არაერთი მომენტი გოლის გატანის, აი თუნდაც იგუაინის მაგალითი მოვიყვანოთ. გრანეროს გადაცემის შემდეგ არგენტინელი თავდამსხმელი მეკარესთან პირისპირ დარჩა მოატყუა მეკარე მაგრამ რა ''ხეირი'' ცარიელ კარში ძელს გაარტყა ბურთი. მეორე მომენტი რომელიც ისევ და ისევ იგუაინმა ვერ გამოიყენა კაკას შეტევის დროს პიპიტამ მიიღო ბურთი და კარში დაარტყა დაუფიქრებლად როდესაც კრისტიანო რონალდო მას ეხსნებოდა მარჯვენა მხარეს და გადაცემის გაკეთება წესით არ უნდა გასჭირვებოდა იგუაინს თუმცა ალბათ მიხვდით რაც მან გააკეთა ეს უბრალოდ არის ''ღორობა'' მეტი არაფერი. შემდეგ... შემდეგ უკვე მადრიდის რეალზე აღარაფერია სალაპარაკო რადგან მოედანზე მხოლოდ ერთი კლუბი ჩანდა და ეს იყო ლიონი. კლოდ პუელმა არ ვიცი რა უთხრა თავის შეგირდებს მაგრამ მან დაამტკიცა თავის ფეხბურთელებთან ერთად, რომ მთავარი მონდომებაა და არა ზედმეტი ლაპარაკი (საქმე ლაპარაკის ნაცვლად) მეორე ტაიმში მადრიდელების თამაში იყო სრულიად ქაოსური. ერთი წესიერი შეტევაც კი ვერ განახორციელეს. სამაგიეროდ ლიონის ფეხბურთელებმა იმარჯვეს და დელგადოს შეტევას უკვე პიანიჩის გოლი მოჰყვა და ჩემის აზრით იქ დასამარდა მადრიდის რეალი.
გოლის შემდეგ უკვე ლისანდრო ლოპესს ჰქონდა 100%_იანი შანსი კიდევ ერთი გოლის გატანის თუმცა რატომ ვერ გაიტანა ამას მე ნამდვილად ვერ გეტყვით. ახლა რაც შეეხება პელეგრინის. ბევრის აზრით მანუელ პელეგრინიმ ძალიან ბევრი ტაქტიკური შეცდომა დაუშვა. გაიყვანა კაკა. შემოიყვანა მამადუ დიარა. მაგრამ მე იმ უმრავლესობა მადრიდისტების აზრს არ დავეთანხმები, რომ ეს მატჩი ლიონთან მადრიდის რეალმა პელეგრინის უსუსურობის გამო წააგო. დამარცხებაში წვლილი თითოეულ ფეხბურთელს მიუძღვის.
სტატიის ავტორი: RealMadridFan
- 11 მარტი 2010
- 2 912
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.